„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფარული აუდიო ჩანაწერები გაავრცელა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შტაბის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს
27-08-2018, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფარული აუდიო ჩანაწერები გაავრცელა, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს.

 


აღნიშნულის შესახებ ბრიფინგი ცოტა ხნის წინ ლევან ბეჟაშვილმა გამართა.

 

 

 

 

„გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბმა, ბოლო პერიოდში, არაერთი მტკიცებულება წარმოადგინა, თუ როგორ გადააქცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაცია „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბად. უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგის ფონზე, საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირ უხეშად თანამშრომლობს „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან და პირდაპირ მათი დირექტივებით მოქმედებს. ჩანაწერებში საუბარი არის, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზე არის „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის კრწანისის საუბნო კომისიების კურატორთან, ქალბატონ ნინო მაისურაძესთან. ასევე, საუბარი არის ჩანაწერებში, რომ მათ აქტიური თანამშრომლობა აქვთ ალეკო ცხოვრებაძესთან, თბილისის „ოცნების" შტაბის კომისიების კოორდინატორი....

 

 

კიდევ ერთხელ, უნდა მოვუწოდოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, თუკი რაიმე რეპუტაციული ინტერესი მას გააჩნია, პირდაპირ უნდა გადადგეს თანამდებობიდან, დადგეს პირდაპირ კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი და უნდა მოვუწოდოთ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ არ დაუშვან შემდგომი 2-3 დღის განმავლობაში, როდესაც მოხდება შესაბამისი პროცედურების გავლა, „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბიდან მოწოდებული სიებით საუბნო კომისიის წევრების არჩევა", განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი