ონში მეორე აგრო-ფესტივალი გაიმართა
27-08-2018, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს ორგანიზებით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ონში მე-2 აგრო-ფესტივალი გაიმართა.

 

 

 


ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილეები ლევან ქვათაძე და გიორგი გონაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

 

 


„აგრო-ფესტივალი, რომელმაც ესტაფეტა შარშან ამბროლაურში აიღო, უკვე იქცა ტრადიციად, რომელიც დიდი შრომის და ინოვაციების მეშვეობით, ხელს უწყობს ქართული ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის პოპულარიზაციას, რომელიც ჩვენი ბენეფიციარების, მშრომელი ქართველი მეწარმეების ხელით იქმნება.

 

 

 

 

სასიხარულოა, რომ ამ აგრო-ფესტივალში ონის, ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების 100 ბენეფიციარი მონაწილეობდა.

 

 

 

 

ონის მუნიციპალიტეტის სახელით, მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის და სტუმრებს მობრძანებისათვის", აცხადებენ ონის მერიაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი