„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების კვალდაკვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მთლიანად შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად სოფელ მუხრანში, აგრარულ ბაზარში მოვაჭრეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მელიამ ასევე ქვეყანაში არსებულ „ტოტალურ სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობაზე“ ისაუბრა.
„ყოველი მეორე, აგრარულ ბაზარში დასაქმებული ადამიანი, საუბრობს ერთი და იგივეს, რომ ვერ ახდენენ რეალიზაციას საკუთარი პროდუქციის. არა მარტო მუხრანის აგრარულ ბაზარში, ტოტალური სიღარიბეა ხალხნო, ტოტალური უმუშევრობაა. ერთადერთი გამოსავალი არის, რომ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე დამარცხდეს ხელისუფლება, თუ ამას ხელისუფლება ჰქვია - გაურკვეველია, რომელი და ვისი კანდიდატით გამოდიან. ფაქტია, რომ ესენი უნდა დამარცხდნენ და მალევე უნდა მოყვეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რათა მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება შეიცვალოს იმ ადამიანებით, ვინც მართლა გააკეთებენ საქმეს“, განაცხადა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.