მცხეთის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი იმართება.
კობაურის დედა მარინა მარტიაშვილი საქმის სრულყოფილად გამოძიებას ითხოვს და ამბობს, რომ საქმის ირგვლივ გარკვეული გარემოებები ეჭვს უჩენს.
„112-ში გვქონდა დარეკილი, როცა ჩემს შვილს ვეძებდით, რატომ გააქრეს ეს ზარები, თუ მართლები არიან, რატომ გაქრა? ჩვენ ვეძებდით შვილს და ეს არ ფიქსირდება. მე ვიცი ჩემი შვილი რაცაა, ის არ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ფსიქოლოგმაც ხომ გამოიკვლია მისი მდგომარეობა. მოვითხოვ, საქმე ნორმალურად გამოიძიონ“, განაცხადა მარინა მარტიაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
როგორც ცნობილია, დაცვის მხარე დღეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.