იმერეთის გუბერნატორი თერჯოლისა და ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
27-08-2018, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს გუბერნატორმა შეხვედრა თერჯოლისა და ტყიბულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართა და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

 


„იმერეთის რეგიონს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და მჯერა, რომ ამ რესურსს აუცილებლად ავითვისებთ ისე, რომ მოქალაქეებმა კეთილდღეობა საკუთარ თავზე იგრძნონ. 12-ვე მუნიციპალიტეტი თანაბრად უნდა განვითარდეს და მოსახლეობას საკუთარი რაიონიდან წასვლის სურვილი არ უნდა გაუჩნდეს. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ იმერეთი გავხადოთ მიმზიდველი როგორც ტურისტებისთვის ასევე ადგილობრივებისთვის. ვიცი, რომ ამ ეტაპზე მხარეში არის გარკვეული ტიპის პრობლემები, თუმცა მზად ვარ არ დავიშურო ძალისხმევა და ეტაპობრივად მოვაგვარო. დღევანდელ შეხვედრაზე თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ მოვისმინე ინფორმაცია და გავეცანი გეგმას, როგორ უნდა განვითარდეს აღნიშნული რაიონები. მართალია ადგილობრივი თვითმმართველობა ამ კუთხით მუშაობს, მაგრამ საჭიროა ამ პროცესში აქტიურად ჩავერთო და ერთად დავსახოთ უფრო ეფექტური სამოქმედო გეგმა“, აღნიშნა შავლეგო ტაბატაძემ, როგორც ამას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი