„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის შტაბის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია მსგავსი განცხადებებით, მოსალოდნელ მარცხს წინასწარ ამართლებს.
„მე მახსოვს, რომ წინა არჩევნებზეც იყო მსგავსი ბრალდებები და ეს არის გზა, როგორ გაიმართლონ თავი საბოლოო ჯამში, როდესაც ვერ გაიმარჯვებენ არჩევნებში და ვიღაცას უნდა გადააბრალონ. ყველა არჩევნები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა, იყო საკმაოდ მაღალი დონის. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ეს იყო ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასე რომ, ეს სპეკულაცია ძალიან უადგილოა ამ საკითხთან დაკავშირებით“, აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.