მალხაზ კობაურის დედა: ერთადერთი ხელჩასაჭიდი საბუთიც კი გაგვიქრეს ამ მათხოვრებმა - სად ჰყავდათ ერთი დღე ჩემი შვილი წაყვანილი?
27-08-2018, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცხეთის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.

 

 

„მოძებნონ ის მკვლელი მართლა ვინც არის, მოძებნონ. არამცთუ ჩემი შვილი, მკვლელები, მაიმუნები და ლაწირაკები თვითო არიან. ეს არის თავიანთი შეთხზული ყველაფერი.

 

 

ერთადერთი ხელჩასაჭიდი საბუთიც კი გაგვიქრეს ამ მათხოვრებმა. 112-ში დარეკილი რატომ გააქრეს?... მე ის 24 საათი ვეძებე, სად ჰყავდა ამ ნაბიჭვარ აკობიას ჩემი შვილი? სად ჰყავდათ ერთი დღე ჩემი შვილი წაყვანილი?", განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულის დედამ, მარინა მარტიაშვილმა.

 

 

განაჩენის გამოცხადებამდე მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესი დაიხურა. მოსამართლემ ამის მიზეზად საქმეში არსებული სქესობრივი დანაშაულის ნიშნები და არასრულწლოვნის გარდაცვალება დაასახელა.

 

 

19 წლის მწყემსს ბრალად ედება ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მალხაზ კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი