ცაგერის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, ლეჩხუმისთვის მთავარი გამოსავალი და სტრატეგია, ტურიზმის განვითარებაა
27-08-2018, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე მიიჩნევს, რომ ლეჩხუმის ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარებისთვის აუცილებელია ტურიზმის კუთხით მუშაობა. როგორც უგრეხელიძემ GUARDIAN.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ტურიზმის განვითარება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი სტრატეგიაა.

 

 

მერის აზრით, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის „ხსნა არის“ ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც მესტიასა და ლენტეხში მიმავალი ტურისტები სწორედ ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლიან, რაც, როგორც უგრეხელიძე ამბობს, სასტუმროების მშენებლობას, საოჯახო სასტუმროებისა თუ კვების ობიექტების რაოდენობის ზრდას გამოიწვევს. ამის გარდა, მერის თქმით, ლეჩხუმი ტურისტულ რუკაზე თავისი ღირსშესანიშნავი ადგილებით უკვე გაჩნდა, ასევე იგეგმება რამდენიმე ლოკაციის ტურისტულ მარშრუტად ჩასმაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ცაგერს განვითარების საუკეთესო პერსპექტივა გააჩნია.

 

 

(ტურისტული საინფორმაციო ცენტრი. GUARDIAN.GE-ს ფოტო) 

 

„ტურიზმი ეს არის ლეჩხუმისთვის მთავარი გამოსავალი და სტრატეგია. ფაქტობრივად, ტურიზმის კუთხით, ლეჩხუმი თუ არსებობდა ტურისტულ რუკაზე, არავინ იცოდა, ახლა უკვე გამოჩნდა - ლაილაშის გადასახედია, რაჩხა, ხვამლი. ლეჩხუმისთვის ხსნა არის ასევე ზემო-ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზა, რომელიც გადის ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ამ გზით მესტიაში წამსვლელი ტურისტული ნაკადის 70-80% გამოივლის ცაგერში და ამასთანვე, ის, რომ დაახლოებით, 4 საათით შემცირდება მესტიამდე გზა აღნიშნული გზის მეშვეობით, კარგი ფაქტია. ასევე უკვე მიმდინარეობს საჩხერე-ონის დამაკავშირებელ გზაზე მუშაობა. თბილისიდან წამოსული ტურისტი საჩხერიდან გადმოვა რაჭაში, რაჭიდან გადმოვა ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, ზემო სვანეთში, მერე ჩადის იქედან ზღვაზე და მოკლედ, ერთიანი ციკლი იკვრება.

 

 

დავამთავრეთ ტურისტული ცენტრის მშენებლობა, ახლა შენობაში ელექტროენერგია შეგვყავს. მოკლედ, ტურისტული ცენტრიც ამუშავდება. თანამშრომლები გაგზავნილი გვყავდა ტურიზმის დეპარტამენტში, იქ აიმაღლეს კვალიფიკაცია. ძალიან გვეხმარება ტურიზმის დეპარტამენტი ფუნქციონირებაში, მოწყობაში, ფლაერები დაგვირიგეს - ანუ, საინფორმაციო კუთხით სრულიად მომზადებულები ვართ. მიდის საუბარი მდინარე ჯონოულის ხეობის ტურისტულ მარშრუტად ჩასმაზე. აქ ახალი ტაძარია აშენებული, „მწვანე ტბა" არის ქულბაქის. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს და ეს არ არის ფუჭი მოლოდინები. „სიტყვა და საქმის" პრინციპით კეთდება ყველაფერი. ამ ყველაფერს მოსახლეობას ვუთანხმებთ. ერთია კაბინეტიდან დანახული საჭიროებები და მეორე, ადგილზე მოსახლეობა რას იტყვის. საკონსულტაციო საბჭო, სამოქალაქო საბჭო, მონაწილეობს ბიუჯეტის განხილვის დროს, მოსახლებაც აქტიურად არის ხოლმე ჩართული. ასე ერთდროულად ხდება ყველა საკითხის განხილვდა და შეჯერება”, აცხადებს ავთანდილ უგრეხელიძე.

 

 

მერის თქმით, ლეჩხუმში სოფლის მეურნეობის განვითარების საუკეთესო პირობებია, რასაც ტურიზმთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.

 

 

(ხვამლი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)

 

„ცაგერის განვითარების გეგმა ზუსტად ეხმაურება ბატონი პრემიერის მიერ გაცხადებულ პოლიტიკას ეკონომიკის თაობაზე, რადგან ჩვენთან, ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით კარგი პირობებია - განსაკუთრებით მევენახეობის კუთხით. ამას იყენებს მოსახლეობა მაქსიმალურად. თუნდაც ავიღოთ კახეთის რეგიონი - თუ იქ თეთრი ყურძენი ღირს 80 თეთრი, ჩვენთან ჩასაბარებელი ყურძნის ფასი 2.50-3.00 ლარამდე იყო - ჩვეულებრივი ყურძენი. ტვიშსა და უსახელოურზე ხომ ლაპარაკი არ არის.

 

 

მეცხოველეობა არის ძალიან პერსპექტიული და იცით, რომ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დროს, კოოპერატივს გადაეცა 400 ჰა საძოვარი. ამ კუთხით, ლეჩხუმისთვის სახელმწიფო პროგრამები ძალიან კარგად მუშაობს და იყენებენ ადგილობრივები ამ პროგრამებს, მათ შორის, „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი", თუმცა, რელიეფიდან და მცირემიწიანობიდან გამომდინარე, ზოგიერთ პროგრამაში მაინც ვერ ჯდება ლეჩხუმელი გლეხი ვერ იღებს მონაწილეობას”, განუცხადა GUARDIAN.GE-ს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი