პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება, ხელმოწერების შეგროვებას ზესტაფონში განაგრძობს, სადაც მას რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა.
ერთ-ერთმა მოქალაქემ ჰკითხა ზურაბიშვილს: „იგივე მდგომარეობა რომ განმეორდეს, თქვენ ფიანდაზებით შეხვდებით რუსის ჯარს?.... ომს არ დაიწყებდით და გაუშვებდით თბილისამდე?... “, რაზეც დამოუკიდებელმა კანდიდატმა უპასუხა, რომ რუსის ჯარები მან გაიყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.
„ჯარი ისევ საქართველოშია“- უთხრა მოქალაქემ, ხოლო ზურაბიშვილმა უპასუხა: „მიშა სააკაშვილმა შემოიყვანა...თქვენმა მიშამ შემოიყვანა ისევ“.
მეორე მოქალაქემ კი, რომელმაც თავისი მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ განაცხადა, ზურაბიშვილს ჰკითხა: „გამაგებინეთ, რატომ აგირჩიოთ?“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.