შესაძლოა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თინათინ ხიდაშელი წარადგინოს. GUARDIAN.GE-ს წყაროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელის კანდიდატურას პრეზიდენტის ადმინისტრაციას "შენების მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი სთავაზობს.
ამავე წყაროს ცნობით, დავით უსუფაშვილის შეთავაზებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მსჯელობა მიმდინარეობს.
დავით უსუფაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „არაორდინალური კანდიდატურის“ დასახელების წინადადებით გამოვიდა, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„გასაგები მიზეზების გამო, ჯერ დეტალებზე არ ვისაუბრებ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მხედველობაში მაქვს არაორდინალური კანდიდატურა, რომელსაც ყველა საჭირო პროფესიონალურ პარამეტრთან ერთად აქვს ერთი უნიკალური მახასიათებელიც, რაც გადამწყვეტი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც მართლა არის დაინტერესებული სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ძალიან მაღალი ხარისხით. ამ ეტაპზე მთავარია, პროცესი საბოლოოდ დახურულად არ გამოვაცხადოთ არც უფლებამოსილმა სუბიექტებმა და არც დაინტერესებულმა საზოგადოებამ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.