„ჩემი საარჩევნო ფონდის ერთადერთი დამფინანსებელი ჯერჯერობით მე ვარ“ - ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, მისი საარჩევნო კამპანია ძმებმა გაჩეჩილაძეებმა დააფინანსონ
27-08-2018, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი საარჩევნო კამპანია, ამ ეტაპზე, მისივე დანაზოგით ფინანსდება.

 

 

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, საჯაროდ განაცხადებს, თუ ვინ იქნებიან მისი ფონდის დამფინანსებლები და იქნებიან თუ არა ძმები გაჩეჩილაძეები მათ შორის.

 

 

„არავინ არის ჩართული იმ მხრივ, რომ ჩემი საარჩევნო ფონდი ახლახან შეიქმნა, მე ვარ ჯერჯერობით ერთადერთი დამფინანსებელი ამ ფონდში, ჩემი პირადი დანაზოგით. ვინ იქნება ხვალ და, როცა იქნება ამას ძალიან საჯაროდ ვიტყვი, არაფერი დასამალი არ არის. თუ იქნებიან გაჩეჩილაძეები მივესალმები, თუ იქნებიან სხვები ამასაც მივესალმები. რაც შეიძლება ბევრნი იყვნენ და ბევრს მივესალმები", განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

 

 

მანვე თქვა, რომ უახლოეს პერიოდში „ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდება.

 


„მე შევხვდები, როცა იქნება გადაწვეტილება „ოცნების", განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერის იმედი აქვს.

 

 

„სხვა ძალა ამ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ჩემი მხარდაჭერა, გარდა თვით მოსახლეობის, არის ის ძალა, რომელთან ერთადაც, მე ერთ დროს ვიბრძოდი, ვიბრძვი და რომელთანაც მაქვს ბევრი საერთო ღირებულება. მე არ ვარ ამ პარტიის წევრი, პარტიული არ ვარ, მე მგონი, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს და მიკვირს იმ კანდიდატების, რომლებიც ერთდროულად პარტიის თავმჯდომარეები არიან", აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი