რაჭაში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2018“ იზეიმეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ამბროლაურში იმყოფებოდა საქარველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ბახტაძემ შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. პრემიერ მინისტრის თქმით, 2019-2020 წლებში რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდება, ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში 21 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, საიდანაც 18 წელსვე დასრულდება.

„სასიხარულოა, რომ ამბროლაურში ძალიან კარგი შედეგები მოგვცა პროექტებმა, რომელსაც აქ ვახორციელებთ. მინდა, განსაკუთრებით გამოვყო „აწარმოე საქართველოში“ და საოჯახო სასტუმროების განვითარება. დღეს დავათვალიერე რამდენიმე მათგანი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ კუთხეში მინიმუმ გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა. შესაბამისად, მეტი გარანტიაა გასაცემი, რომ საოჯახო სასტუმროების მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ.
ამასთან ერთად, საჭიროა მეტი დინამიკა გვქონდეს სოფლის გზების მშენებლობის საქმეში. ამ თვალსაზრისით, 2019-2020 წლები იქნება მნიშვნელოვანი, რაც საშუალებას მოგვცემს, ამბროლაური და ზოგადად, რაჭა ოთხსეზონიანი კურორტი გახდეს. ეს არის დაახლოებით 15 პროცენტი პოტენციალისა, რაც ამ კუთხეში გვაქვს. შემდეგი ეტაპი იქნება შოვის და სხვა ტურისტული ობიექტების განვითარება“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ფუძეობა“ პირველად 1988 წელს აღინიშნა და წლების წინ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ტრადიცია კვლავ აღდგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.