ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი - „ოცნების ნაცვლად მოქმედების დროა“
28-08-2018, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა „ჰაიდელბერგ ცემენტის“ 50% და სხვა ცემენტის მწარმოებლებს დაუწესა შეზღუდვები. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, იმავეს აპირებს ხორბალზეც და სხვა წარმოებეზეც ამიტომ ქართველ ხალხს მოუწოდებს, რომ იმოქმედონ და ოქტომბრის არჩევნებზე დაასრულონ ქოციანობა საქართველოში.

 

 

 

 

„თბილისში სახელმწიფო კანცელარიასთან გამოვიდნენ ცემენტის მცირე მწარმოებლები, ვინაიდან მთავრობამ დაუწყო მათ შეზღუდვების დაწესება და რეალურად კლავს ამ ბიზნესებს, მაგრამ რატომ ხდება ეს? - სულ ცოტახნის წინ ბიძინა ივანიშვილმა იყიდა „ჰაიდელბერგ ცემენტის,“ ეს არის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი საქართველოში ცემენტის, 50%. როგორც კი ივანიშვილი შევიდა ამ ბიზნესში, დაიწყეს ყველა დანარჩენის გაწევა.

 

 

ეს იმას ნიშნავს, რომ დაიკარგება ათასობით სამუშაო ადგილი მცირე ბიზნესების, რომელიც აწარმოებს ცემენტს და მეორე - გაუძვირდება მშენებლებს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ცემენტის ფასი. ეს არის მონოპოლია, როდესაც აკვარიუმში ვეშაპი ჭამს პატარა თევზებს, ისე ოლიგარქი ყლაპავს პატარა ბიზნესებს. ეს გააკეთეს ცემენტზე და იმავეს აკეთებენ ხორბალზე. ვითომ, „არ შეუშალოს ხელიო“, ხმელეთიდან ხორბლის შემოტანა აკრძალეს, რატომ? - ტერმინალი, რომელიც არის ფოთის პორტში და რომელთანაც ბიზნეს მიმართება აქვს ბიძინა ივანიშვილს, რათა ის გახდეს ერთადერთი შემომტანი ხორბლის, რაც თავისთავად აძვირებს ხორბლის და პურის ფასს და ასე უმუშევრად ტოვებს ხალხს. ეს ხდება როდესაც ოლიგარქმა დაადო თათი მთელ ქვეყანას, რაც არ უნდა ილაპარაკოთ  ჩვენ ამ მონოპოლიას დავასრულებთ ოქტომბრის არჩევნებზე, რადაც არ უნდა დამიჯდეს მე ამას გავაკეთებ, იმიტომ რომ ამ პირობებში საქართველოში ყალიბდება კლასიკური კრიმინალური ოლიგარქატი, რომელიც საერთოდ უსპობს ქვეყანას განვითარების პერსპექტივებს. ამიტომ ახლა დროა მოქმედების ოცნების ნაცვლად, ჩვენ ერთად დავასრულებთ ქოციანობას და გავათავისუფლებთ საქართველოს“, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი