კონგრესის გამართვა საკმარისი არ იქნება, საჭიროა – ქართველების "ალია" სამშობლოში, დიახ, "ალია საქართველოსკენ!"
22-06-2015, 08:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

("ალია" (ებრაულად), – ისრაელში სხვადასხვა ქვეყნიდან ებრაელთა გადასახლების (ამოსვლის, ანუ დაბრუნების), იმიგრაციის პროცესი).

 

 

თბილისში, 13–14 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით,სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი,უწმინდესი და უნეტარესი ილია 2, სრულიად ქართველთა მსოფლიო კონგრესის მოწვევის შესახებ ინიციატივით გამოვიდა. ეს ინიციატივა მისმა უწმინდესობამ საკვირაო ქადაგებისას გაახმოვანა, სადაც უცხოეთში მყოფ ქართველებზე ისაუბრა და მათი აღრიცხვის და დაბრუნების სურვილი გამოთქვა. ალბათ, პატრიარქის ეს მოწოდება ერთდროულად დაგვიანებულიც არის და დროულიც, რადგან, კიდევ შეიძლება ბევრ ქართველს გული მოუბრუნოთ სამშობლოსკენ, თორემ ისეთებიც არიან (სამწუხაროდ), რომლებსაც ხელი აქვთ ჩაქნეული მიზეზთა გამო. უმთავრესად კი იმიტომ, რომ 20 წელზე მეტია, რაც საქართველოს ხელისუფლებების მხრიდან, გულგრილობის და უყურადღებობის მეტი არაფერი ახსოვთ! ამიტომ მიმაჩნია, რომ კონგრესის გამართვა საკმარისი არ იქნება, საჭიროა – ქართველთა "ალია" სამშობლოში, დიახ, "ალია საქართველოსკენ"! აქედან გამომდინარე, "მთის სამინისტროს" (საქართველოს მთიანეთის საქმეს, სხვაგვარადაც მიეხედება!) შექმნაზე კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, არამედ სასწრაფოდ (ოქტომბრამდე), დიასპორის "უპორთველო" სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება გავზარდოთ, შესაბამისად ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრები ისე დავგეგმოთ, როგორც ეს ხდებოდა ისრაელის სახელმწიფოს შემთხვევაში (რასაკვირველია, საქართველოს შესაძლებლობების გათვალისწინებით), რაზედაც მთელი მთავრობა, ხელისუფლება და მთლიანად ქართული საზოგადოება იქნება ორიენტირებული! დიახ, დღეს თუ არ დავიწყეთ ეს პროცესი, ხვალ და ზეგ ქართველების გადინება საქართველოდან არ შეწყდება, მეტიც, გაიზრდება და – "უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიან"!!!... – "დღეს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ ჩვენ თანამემამულეთა შესახებ, ვინც უცხოეთშია. რა ეშველება იმათ? უცხოეთში ადამიანი ძნელად უძლებს იმ განსაცდელს, რომელსაც ხედავს იქ. ჩვენი დიდი წინაპარი ამბობს, - "როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა"! – რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა ქართველებმა არ დაკარგონ ენა, სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული... თუ ქართული სული დაიკარგა იმათში, ეს ადამიანები დაკარგულია სამშობლოსთვის! სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს, მოვიწვიოთ ყოველთა ქართველთა კონგრესი საქართველოში და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები აქ არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან! მათ სჭირდებათ სამშობლოს დახმარება, ჩვენი შეხსენება. ძალიან ბევრია წასული უცხოეთში, მარტო რუსეთში, ალბათ, მილიონზე მეტი. ჩვენ ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც შაჰ-აბასის დროს წაიყვანეს აქედან. ისინი ელოდებიან ჩვენს დახმარებას. ის ჩვენი სისხლი და ხორცია. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს. საქართველო ელოდება თქვენს ჩამოსვლას. როგორც მშობელი დედა, ისე მიგიღებთ თქვენ სამშობლოში!" - განაცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი