პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დასახელებამ, კიდევ ერთხელ გამოიწვია მისი ნაბიჯის უარყოფითი შეფასება ყველას მხრიდან.
„ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ყველამ უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის ნაბიჯი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სურათი არის ნათელი და ამას დამატებითი შეფასება არ სჭირდება. ჩვენ არაერთგზის ვთქვით რომ დაველოდებოდით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ეს იყო მისი პრეროგატივა და ამის შემდეგ მივიღებდით ჩვენს გადაწყვეტილებას უკვე კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა, პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც ასევე შეფასდა ყველას მიერ“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.