საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას საუფლო დღესასწაული მიულოცა.
„სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ მარიამობას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული ჩვენთვის, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისთვის. გისურვებთ ყველას ბედნიერებას“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ წირვის დასრულების შემდეგ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.