პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ოპონენტები არჩევნების წინ თავს იზღვევენ და ცესკოს საარჩევნო ადმინისტრაციის და ზოგადად, საარჩევნო პროცესების კრიტიკას იწყებენ.
„სისტემური პრობლემა არ არსებობს. თუ არის სადმე კონკრეტული გადაცდომა ამაზე ცესკოს რეაგირება ჰმართებს და მე იმედი მაქვს ამ შემთხვევაში ცესკო სათანადოდ ჩაეძიება საკითხს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მთავარია, როგორი შეფასებები დაიდება პარტნიორების მიერ, როდესაც საარჩევნო პროცესი დასრულდება. „მე დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაშიც ეს შეფასებები იქნება დადებითი“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.