„საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის და გეოგრაფიის გათვალისწინებით, ქვეყანაში 2 უნივერსიტეტი უნდა ფუნქციონირებდეს, - თბილისში და ქუთაისში!“ - მოსაზრება
28-08-2018, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქული, კერძო სახსრებით, ჯერ კიდევ 90-იან წლებში  დაფუძნებული „შავი ზღვის“ უნივერსიტეტის პერიპეტიებთან დაკავშირებით... გულწრფელად განვიცდი ამ სასწავლებლის ქართველი სტუდენტების მდგომარეობას, რადგანაც ისინი არაფერ შუაში არიან. პრობლემა შემდეგშია და ის ეროვნულ ხასიათს ატარებს!

 

 

საქართველოში საბჭოთა პერიოდში აღმოცენებულმა საშინელმა სენმა, რასაც „უდიპლომო სასიძო და უდიპლომო რძალი“ ჰქვია, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში (კერძო უმაღლესი სასწავლებლების, ანუ ე.წ. უნივერსიტეტების დაფუძნება-ამოქმედება) „იბარტყა“ და ეროვნული კატასტროფისკენ მიაქანებს ქვეყანას!    საქართველოში ტერმინი „უნივერსიტეტის“ მნიშვნელობა  გააყალბეს და დღეს, 4 მილიონიან ქვეყანაში 50-მდე „უნივერსიტეტია“, რაც კატასტროფაა!..

 

 

 ქვეყნის სიძლიერე და განათლებულობა არ გაიზომება - „ორღობის უნივერსიტეტების დიპლომების“ რაოდენობით, რომლის უკან არანაირი ცოდნა არ არის! ამავდროულად, დადებითთან ერთად, ორმაგად უარყოფითი და საშიშია, უცხო სახელმწიფოების ან პერსონების ფინანსებით შექმნილი „უნივერსიტეტები“,  რადგანაც არ უნდა  გამოვრიცხოთ მათი ქართველი კურსდამთავრებულების „გამოყენება“ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ!..

 

 

 ესაა ურთულესი საკითხი და თავის მოტყუებაა ამის არ გათვალისწინება, რომელიც პირად და ეროვნულ ტრაგედიად დაუბრუნდება ქვეყანას! საქმე ის არის და ეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებში (ამერიკა, ევროკავშირი, იაპონია და სხვა), ერთი მაღალკვალიფიციური, მოქმედი უნივერსიტეტი (15-20 ათასი სტუდენტი), გათვალისწინებულია 3-4 მილიონიან მოსახლეობაზე, ანუ ეს უნივერსიტეტი მოიცავს ამ ოდენობით დასახლებულ რეგიონს! ასეა ეს აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში!

 

 

საქართველოში, 4 მილიონამდე მოსახლეობით, სადაც  ყოველწლიურად საშუალოდ 40 ათასამდე აბიტურიენტია, - მაქსიმუმ უნდა ფუნქციონირებდეს 2 ეროვნული მნიშვნელობის უნივერსიტეტი! ქვეყნის ტრადიციების და გეოგრაფიის გათვალისწინებით, ერთი თბილისში და ერთიც ქუთაისში, თითოეულში 15-20 ათასამდე სტუდენტ-ასპირანტით, რაც მთლიანად დაფარავს კვალიფიციური უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა მოთხოვნას და საბოლოოდ აღმოფხვრის ცრუ, „ლიპა“ დიპლომების არსებობის პრობლემას!   

 

 

დანარჩენ, დღეს არსებულ ე.წ. უნივერსიტეტებს, უნდა ჩამოერთვას ეს საპატიო წოდება, მათ შეუძლიათ გაიარონ აკრედიტაცია როგორც - კოლეჯებმა, ლიცეუმებმა და სხვა! საქართველოს ჰაერივით სჭირდება პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების სისტემის ჩამოყალიბება, თორემ გადავიქცევით (თუ უკვე არ ვართ), - „უნივერსიტეტების დიპლომიანთა გაუნათლებელ“ ქვეყნად, რომელსაც მთელ რიგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებში სპეციალისტები არ ჰყავს და აქედან გამომდინარე, არც მომავალი არა აქვს!!!

 

 

ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 1
#1   თემურ მიქაუტიძე
      
დასტუუურ!

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, ძვირფასო ბატონო ჯუმბერ, რომ საქართველო, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემა, როგორც სახელმწიფო, არ არსებობს.
არ არსებობს თავისი არსით, თორემ გაუკუღმართებული ფორმით როგორ არ არსებობს. აგერ, ლაქა რუკაზე.

ის რომ თავისი არსით არსებულიყო, ის რომ ის რომ საზოგადოებრის მიერ ყოფილიყო შექმნილი და პიროვნების და შემდეგ საზოგადოების ინტერესებზე ყოფილიყო დაფუძნებული, მას თავისი განათლების სისტემაც ექნებოდა.

განათლების ეს სისტემა ემსახურება იმას, ვისაც მთლიანად სახელმწიფო ეკუთნის. - კლანს, რეჟიმს. ისინი იქ ყიდიან იმას, რაც არ სჭირდება საზოგადოებას. მაგრამ ვინადან საზოგადოება მთლიანად გამოათქყვანეს, ხმარობენ კიდეც მას ისე, როგორც მოეპროანებათ.

შენ დაუკარ!
28 აგვისტო 2018 08:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი