პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავს.
„ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს გაიმარჯვებს კანდიდატი, რომელსაც მმართველი გუნდი დაუჭერს მხარს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რეალური შანსია, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდეს.
„ჩვენი მხარდაჭერა არის +/-50%. ეს დადასტურდა თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო არჩევნებზე. არის რეალური შანსი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს არჩევნები. ასევე, არის იმის შანსი, რომ მეორე ტური გაიმართოს. საბოლოო ჯამში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. ოპოზიციას რეალურად შანსი არ აქვს. ეს არის დღევანდელი ვითარება. დიდ სხვაობას წინა არჩევნებთან შედარებით არ ველოდები, აქედან გამომდინარე, ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ იმის შანსი, რომ პირველ ტურში აიღონ 15-20%-ზე მეტი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.