უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი
28-08-2018, 17:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინა და საქართველო სექტემბერში პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით მიმოსვლის ამოქმედებას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

 

 

უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დეოლგოვმა ჟურნალისტებს კიევში განუცხადა, უკრაინულმა მხარემ უკვე დაამტკიცა და ქართველ კოლეგებს გადასცა დოკუმენტები ბიომეტრიული შიდა პასპორტებით (ID ბარათებით) მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.

 

 

„ჩვენ დაგვიდასტურეს, რომ შიდა პასპორტებით მოქალაქეების მგზავრობის შესახებ შეთანხმების ტექსტი უკვე შეთანხმებულია უკრაინის შესაბამისი უწყებების მიერ. ეს ტექსტი უკვე ოფიციალურად გადაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ახლა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ხელმოწერის შესახებ და განსაზღვრულ პირს ამ შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება დააკისროს“, განაცხადა დოლგოვმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი