„ეს ალბათ 90-იან წლებში ხდებოდა“ - ხუთმა ნიღბიანმა თბილისის ცენტრიდან დღის 3 საათზე მფლობელს BMW X5 გასტაცა
28-08-2018, 22:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხუთმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა თბილისის ცენტრიდან 17 აგვისტოს დღის სამ საათზე მფლობელს ძვირადღირებული მანქანა გასტაცა. შემთხვევა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

 

ახალგაზრდა მამაკაცს თავდამსხმელებმა იარაღი შუბლზე დაადეს, მოკვლით ემუქრებოდნენ, BMW X5-დან გადმოსვეს და მისივე ავტომობილით მიიმალნენ.

 

 

დაზარალებულმა ფირუზ ცეცხლაძემ თავდასხმისას წართმეული ნივთებიდან ვერაფერი დაიბრუნა, ბათუმიდან თბილისში გასაყიდად ჩამოყვანილი მანქანა კი 17 აგვისტოს შემდეგ საერთოდ გაქრა.

 

 

ფირუზ ცეცხლაძის თქმით, მისი ისტორია 1990-იან წლებში დაბრუნებას ჰგავს.

 

 

ბათუმელ ფირუზ ცეცხლაძეს თბილისიდან მამაკაცი შეუთანხმდა, რომ მისგან მანქანას იყიდიდა. ჩამოიყვანა დედაქალაქში, ავტომობილი გადააფორმებინა, შემდეგ კი უთხრა, რომ ფულს სახლში მისცემდა. ვაშლიჯვარში თანხის ასაღებად მისულ ავტომფლობელს კი უკვე ხუთი შეირაღებული ნიღბიანი დაახვედრა და მანქანა გაიტაცეს.

 

 

სიცოცხლის ხელყოფის მუქარით და სიტყვიერი შეურაცყოფით ცეცხლაძე და მისი ბიძა ავტომობილიდან ჩამოსვეს და იქვე დატოვეს.

 

 

„ავტომობილიდან ჩამოგვსვეს, ფული წაგვართვეს, ჯიბეზე რაც მქონდა ფული წაიღეს თან ავტომობილში იყო საფულე, სადაც იდო საბუთები ჩვენი.

 

 

დამიკავშირდა ჩემი ერთ-ერთი ნაცნობი თბილისიდან, რომ არის ერთი კლიენტი შენი ავტომობილის და ჩამოდი უნდა იყიდონ ლომბარდით.

 

 

შედის კორპუსში დაახლოებით, ერთი წუთის განმავლობაში ამ დროს 1 წუთი გადის, გამოდის სამი შეიარაღებული პიროვნება, რომლებმაც იარაღის მიბჯენით გვითხრეს მანქანიდან ჩამოვსულიყავით. ხუმრობა მეგონა იმიტომ რომ დღისით, მზისით 3 საათზე მიდიხარ, ეს ალბათ 90-იან წლებში ხდებოდა, ვიდრე დღეს. ვკითხე ხუმრობთ-თქო და ამ დროს გავიგონე იარაღის გადატენვის ხმა არ ვხუმრობთ და დაგხოცავთ ასე მიპასუხა“, განაცხადა ფირუზ ცეცხლაძემ.

 

 

პოლიცია ცეცხლაძის მანქანის ყაჩაღურად გატაცების საქმეს, თითქმის, ორი კვირაა, იძიებს. თავდამსხმელებიდან მხოლოდ ორი პირია დაკავებული, გატაცებული მანქანის კვალი კი არ ჩანს.

 

 

დაზარალებულებს გამოძიების მიმართ პრეტენზიები აქვთ. მათი თქმით, სამართალდამცველები მათი დაყაჩაღების საქმეს არასათანადო ყურადღებას უთმობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაზარალებულების პრეტენზიებს არ იზიარებენ და ამტკიცებენ, რომ ავტომობილის და სხვა თავდამსხმელების ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი