საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში 2012 წელს თბილისში ჯონ მაკკეინის ჩამოსვლა გაიხსენა და თქვა, რომ სენატორმა იგი გააფრთხილა, რომ მორიდებოდა ბიძინა ივანიშვილს, რადგან როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მაკკეინმა მას ივანიშვილზე უთხრა, რომ მას „ცივი ქვეწარმავლის, ძალიან უსიამოვნო თვალები აქვსო“.
„მაკკეინი 2012 წელში რომ იყო ჩამოსული საქართველოში, მე მგონი, სანამ გაიმარჯვებდა ივანიშვილი, მითხრა ერიდეო, ძალიან საშიში კაციაო... თქვა, რომ ისეთი უსიამოვნო თვალები აქვს ქვეწარმავლისო და იყავით ძაან ფრთხილადო. ამისგან ყველაფერი უბედურება არისო მოსალოდნელი. ასე რომ, მას ჰქონდა ზუსტი ორიენტირები, ვინ ვინ არის და ეგრევე ხვდებოდა ადამიანებს... აი, ცივი, ქვეწარმავლის, ძალიან უსიამოვნო თვალები აქვსო - ივანიშვილზე. ეს იყო მისი დახასიათება, რომ ვკითხე რა შთაბეჭდილება მოახდინა-თქო. და იყავი ფრთხილადო, ძაან“, განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.