„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა მარიამობა ბაგრატის ტაძრიდან მიულოცა ქართველ ხალხს და განაცხადა, რომ ქართველთა მსოფლიო დღედ მარიამობის დღესასწაული უნდა დაწესდეს.
„როდესაც დაწესდება ქართველთა მსოფლიო დღე, ეს უნდა იყოს მარიამობის დღესასწაული, რადგან ჩვენი ქვეყნა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა. არჩევნები, სხვა გეგმები და მიზნები უქმად ჩაივლის, თუ არ გვექნება ღვთის მფარველობა.
რა თქმა უნდა გამარჯვების მოლოდინი მაქვს, რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს. არა კონკრეტულმა ამბიციამ, ან კონკრეტულმა პარტიამ, უნდა გაიმარჯვოს ქვეყანამ და ამ ჯიშიანმა ულამაზესმა ახალგაზრდებმა მიიღონ გამრავლების, ბედნიერების და ცხოვრების პერსპექტივა“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.