უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი უკვე აქტიურად ერევა ქვეყნის არჩევნებში სოციალური ქსელების მეშვეობით. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი იტყობინება.
„უკვე წამყვანი ინტერნეტ ტექნოლოგიების კომპანიები აფიქსირებენ ათასობით, ათეულობით ათასობით ყალბი ანგარიშების შექმნას რუსული ფესვებით. რუსეთი ემზადება ახალი მძლავრი მანიპულაციური კამპანიისთვის - ყალბი ახალი ამბების შექმნისთვის, რათა ძირი გამოუთხაროს სტაბილურობას“, განაცხადა პოროშენკომ უცხოური დიპლომატიური დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა ხაგასმით თქვა: „და მე არ მეპარება ეჭვი, რომ მოსკოვი არ დაკარგავს არც ერთ შესაძლებლობას, რომ მოახდინოს ჩვენი მიღწევების დისკრედიტაცია, რათა მიაღწიოს მოქალაქეებს შორის ხვალინდელი დღისა და ევროპული არჩევანისადმი იმედგაწბილების დათესვას. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამასთან ბრძოლისათვის. თუმცა კი, ეს ამოცანა არ არის მარტივი“.
მისი სიტყვებით, რუსეთმა „უკვე კარგად გაიწაფა ხელი“ ამ საქმეში, ჩაერია რა უკვე ნიდერლანდების რეფერენდუმში ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციასთან დაკავშირებით და „ბრექსიტის“ რეფერენდუმში.
მოსკოვი უცხო ქვეყნების არჩევნებში მისი რაიმე ფორმით ჩარევას ყოველთვის უარყოფდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერეგი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აშშ-ის და სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის არავითარი ფაქტი არ არსებობს. იგივე აქვს ნათქვამი პუტინსაც, რასაც აშშ-ის პრეზიდენტიც არაერთხელ დაეთანხმა და დონალდ ტრამპმა ამას „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა - შეფასება, რომელიც ამერიკის სადაზვერვო სამსახურების დასკვნებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც მოსკოვმა ტრამპის სასარგებლოდ და ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგოდ ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა განახორციელა - ჰაკერული თავდასხმებით და სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშების გამოყენებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.