საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დღეიდან დაიწყო.
საარჩევნო კანონმდებლობის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) ოფიციალურად კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.
დაუშვებელია ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.
რეგულაციების მიხედვით, არ უნდა განხორციელდეს დაუგეგმავი პროექტები, თუ წინასწარ ამისთვის თანხა ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული არ არის.
30 აგვისტოდან საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიები გამოაცხადებენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსს.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს ჩატარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.