პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ ბრიფინგი გამართა. ბახტაძემ განაცხადა, რომ ხვალ ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანში გაემგზავრება და შეხვდება აზერბაიჯანის პირველ პირებს: პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. პრემიერ მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს ისტორიული მნიშვნელობის პროექტებს.
„ხვალ ოფიციალური ვიზიტით მივემგზავრებით ბაქოში, აზერბაიჯანში. ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ სტრატეგიული პარტნიორები.
ჩვენ ერთად ვახორციელებთ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობის პროექტებს. გვექნება შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ისევე როგორც პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ მიმართულებებს რეგიონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით ასევე იმ ინიციატივებს, რომელიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავზარდოთ, რომელიც საბოლოოდ ჯამში პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.