მამუკა ბახტაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ ცესკო-სთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს, უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს
29-08-2018, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველს პრემიერ მინისტრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს და გრიგოლ ვაშაძის შტაბის განცხადებას, რომ აღნიშნული „ქართული ოცნების“ მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს, უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს.

 


როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტების აღნიშნულ ბრალდებებზე საუკეთესო პასუხი „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ჩატარებული უმაღლესი სტანდარტის არჩევნებია.

 

 

„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტისგან მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები. ყველაზე კარგი პასუხი ამ უსაფუძვლო ბრალდებებზე არის ის რეალურად ჩატარებული არჩევნები, რომლებიც ჩატარდა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რომელიც შეფასდა უმაღლესი სტანდარტით და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ამოცანა. რაც შეეხება იმ კადრებს, რომლებიც გამოქვეყნდა მედიაში, ბუნებრივია, მე ვიცი, რომ საარჩევნო კომისიამ მას უპასუხა და ნებისმიერ ასეთ გამოვლენას სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხი. რაც შეეხება ჩვენს განწყობებსა და მიდგომებს, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება განიხილება, რომელიც შეეხება ზუსტად ისეთ საკითხებს, რომ ჩვენ გვქონდეს აბსოლუტური პრევენცია, რომ არ მოხდეს სხვადასხვა ტიპის რესურსის გამოყენება არჩევნებზე. ის პრინციპები, რომლებიც გაწერილია ამ დადგენილებაში, წარმოადგენს ჩვენი კომუნიკაციის საკითხს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან", განაცხადა მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი