საქართველოს პრემიერ მინისტრი საზაფხულო და ზამთრის კურორტების მომზადების დონით უკმაყოფილოა და საკურორტო ზონებზე პასუხისმგებელ პირებს, როგორც თავად ამბობს, ბოლო გაფრთხილებას აძლევს.
აღნიშნულ საკითხზე მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„მე განვაცხადე, რომ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა ჩვენ კურორტებზე ზაფხულში. ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ზამთარში. ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება მკვეთრად, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ნაკადის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, მათთვის ბოლო გაფრთხილებაა, რომ ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომლის თქმითაც, მინისტრთა კაბინეტი დღეს განიხილავს საკითხს, რომელიც საკურორტო ზონებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას შეეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.