ვახტანგ გომელაური: მიმდინარეობს იმ სამი ადამიანის ძიება, რომლებიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან
23-06-2015, 00:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიის ზონებიდან ნაშალი მასალისა და ქვიშის უმეტესი ნაწილი უკვე გატანილია. მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს იმ სამი ადამიანის ძიება, რომლებიც ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებიან.


ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განუცხადა.


"გრძელდება ყველა მიმართულებით მუშაობა. სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები ყველა ლოკაციაზე არიან გადანაწილებული. უკვე გატანილია დიდი ნაწილი ჩამოტანილი ნაშალი მასალისა და ქვიშის. თუმცა, როგორც მცირე ზომის, ისე დიდი ზომის ტექნიკა ისევ აგრძელებს მუშაობას, ცოცხალი ძალა კი ამ პროცესში ნაკლებადაა ჩართული", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და დაამატა:


"ყველაზე მეტად სამწუხარო ის არის, რომ ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა სამი ადამიანის მოძებნა. ყველა ტექნიკასთან თითო მაშველია განთავსებული, რომ თუ რაიმე აღმოჩნდება, ტექნიკის მუშაობა გაჩერდეს და ტერიტორიის ხელით დამუშავება მოხდეს. ცოცხლების პოვნის იმედი აღარ გვაქვს, თუმცა, იმედი გვაქვს, რომ გარდაცვლილებს მაინც ვიპოვით", - აღნიშნა გომელაურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი