პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში ადმინისტრაციული და თვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი წინასაპენსიო ასაკის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების დარღვევის საფუძველზე სამსახურებიდან დათხოვნას ექნება ადგილი.
„ამგვარად, გარდაუვლად მივიჩნევ შემუშავდეს ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ დამსაქმებლებისადმი, ვინც წინასაპენსიო ასაკის თანამშრომლებს სამსახურებიდან დაითხოვს და ასევე მათთვის, ვინც მათ სამუშაოზე მათი ასაკის გამო არ აიყვანს“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას.
მან აღნიშნა, რომ ამგვარი პასუხისმგებლობა იმისთვის უნდა იყოს დაწესებული, რომ უფროსი თაობის მოქალაქეებისთვის შრომით ბაზარზე დამატებითი გარანტიები შეიქმნას.
კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები პენსიონერის ასაკის ზრდის შესახებ კანონპროექტის მიღებასთან ერთად უნდა იქნას შეტანილი.
სადღეისოდ, რუსეთში პენსიაზე გასვლის სტანდარტული ასაკი მამაკაცებისთვის 60 წელს, ქალებისთვის კი 55 წელს შეადგენს და ამჟამად მოქმედი კანონი ჯერ კიდევ სტალინის მმართველობისას, 1930-იან წლებში არის მიღებული.
საპენსიო ასაკის გაზრდის საკითხი რუსეთში უკვე დღის წესრიგში დიდი ხანია რაც დგას. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში საპენსიო ასაკი 65-60 წლით არის განსაზღვრული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.