პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე აშშ-ში სწორედ თვითონ და უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, როგორც ჩუგოშვილმა თქვა, დავით ბაქრაძე გაემგზავრებიან.
„ყველა ქვეყნიდან არის მიწვეული ორი უცხოელი სტუმარი. გადავწყვიტეთ, პარლამენტიდან წასულიყო დელეგაცია. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო, ვყოფილიყავით წარმოდგენილი დაკრძალვის ცერემონიაზე. ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ერთი წევრი უმრავლესობიდან – მე და ერთი უმცირესობიდან, როგორც ვიცი, ეს არის დავით ბაქრაძე
ასეთი მეგობრები ჩვენ ქვეყანას ძალიან სჭირდება. ჯონ მაკკეინი ყოველთვის მზად იყო მხარდაჭერის აღმოსაჩენად, როცა საქართველოს სჭირდებოდა“, აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2 სექტემბერს დაკრძალავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.