ქეთი კუბლაშვილი: „აგროკომ“-ს ხორბლის ავტოტრანსპორტით იმპორტის აკრძალვა პრობლემებს არ შეუქმნის
29-08-2018, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კომპანია „აგრიკომის“ დირექტორი ქეთი კუბლაშვილი აცხადებს, რომ მის კომპანიას სექტემბრიდან ხორბლის ავტოტრანსპორტით იმპორტის აკრძალვა პრობლემებს არ შეუქმნის.

 


„ჩვენ როგორც კომპანია მთავრობის გადაწყვეტილებას პრინციპულად განვიხილავთ როგორც დადებით შემთხვევას, ჩვენი კომპანია არის ფქვილის შემომტანი ბაზარზე, სამივე ტრანსპორტით ვსარგებლობთ, ეს არის რკინიგზაც, ეს არის პორტიც, ეს არის სამანქანო გადაზიდვებიც. 25 წელია ამ ბაზარზე ვმუშაობთ, ჩვენი ძირითადი და ერთადერთი საქმიანობის თემა არის მარცვლეული, და შესაბამისად, როდესაც აკრძალვა მოხდება, ჩვენ გემით და სარკინიგზო ტრანსპორტით გავაგრძელებთ შემოტანას შეფერხების გარეშე. ხორბალი არ იყო ლარსზე პრიორიტეტული ნაკადი, ხორბალი ყოველთვის პრიორიტეტული იყო რკინიგზით და გემებით და ჩვენც, როგორც ყველა ნორმალური ცივილური კომპანია, გავაგრძელებთ რკინიგზით და გემით შემოტანას

 


მთავრობის გადაწყვეტილება – მთავრობის გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ჩემთვის და ზოგადად ხორბლის შემომტანებისთვის, ვინც ამ საქმიანობითაა დაკავებული, ეს იქნება კარგი ნაბიჯი, მანქანებით შემოტანა პრაქტიკულად ახალი წესია, ბოლო სამი წელია რაც ხდება ლარსიდან მანქანებით შემოტანა, იმიტომ რომ ხორბალი ეს ისეთი პროდუქტია, რომელზე ვაჭრობაც ხდება ყველა ცივილურ ქვეყანაში გემით და რკინიგზით. სავაჭრო პარტია დგება მხოლოდ ამ შემთხვევაში, ანუ მანქანებით ხორბლით ვაჭრობა არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი, დაუშვებელი და მიუღებელი ყველა ნორმალური კომპანიისთვის. შემიძლია ბოლო ორი წლის სტატისტიკა გითხრათ, მანქანით შემოდიოდა დაახლოებით 20-25% საერთო იმპორტიდან, (ჯამური იმპორტი 550 ათასი ტონა ხორბალია), 50% გადაზიდვის მოდიოდა რკინიგზაზე და დანარჩენი გემზე“ აცხადებს კომპანია „აგრიკომის“ დირექტორი ქეთი კუბლაშვილი.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, სექტემბრიდან ხორბლის ექსპორტ-იმპორტი მხოლოდ რკინიგზითა და პორტებით იქნება შესაძლებელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი