თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე, მნიშვნელოვანია, შესაბამისი საინფორმაციო დაფა განთავსდეს
29-08-2018, 15:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის საკრებულოს მიერ ერთ-ერთი ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.

 

 

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ვიდრე შერჩეულ ქუჩაზე ჩატარდება სრული აღრიცხვა და ნომრების მინიჭება, განთავსდეს სადემონსტრაციო-საინფორმაციო დაფა, როგორც ეს ქართველ გმირს შეეფერება. აღნიშნული ინიციატივით, მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე მყოფ ქალაქ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართა.

 

 

„აგვისტოს თვე არის მძიმე თვე ჩვენი ქვეყნისთვის. წელს შესრულდა 10 წელი აგვისტოს მოვლენებიდან. მივესალმები საკრებულოს გადაწყვეტილებას, ბათუმში ერთ-ერთი ქუჩისთვის ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების შესახებ. ასევე მინდა ვითხოვო, რომ მოკლე ვადებში მოხდეს სადემონსტრაციო დაფის განთავსება აღნიშნულ ქუჩაზე. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ქვეყნისთვის თავდადებული გმირები უნდა გვახსოვდეს არა მხოლოდ აგვისტოში, არამედ მთელი წლის განმავლობაში და ყოველდღე უნდა მივაგოთ პატივი მათ ხსოვნას და თავდადებას“, აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის ქუჩად გარდაქმნისა და ამ ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭების საკითხის განხილვა საკრებულოს 15 მარტის სხდომაზე მოხდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი