სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. მან მინისტრთა კაბინეტს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი წარუდგინა.
"ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ კოლეგებთან, ამავე დროს გავითვალისწინეთ ის, რაც მოხდა თბილისში 13-14 ივნისს და დღეს წარმოვადგინეთ უკვე პროექტის საბოლოო ვარიანტი. მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტი საბოლოო ჯამში დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება. ეს შეეხება მიმდინარე ხარჯებს, თუმცა აღნიშნული თანხების დიდი ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის", - განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, დღესვე მთავრობას წარუდგენს რამდენიმე განკარგულების პროექტს, რომელიც თბილისსა და მის მიმდებარე სოფლებში სტიქიური უბედურებით მიყენებული ზიანის აღმოფხვრვისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის დამატებითი თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.
ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ყველაზე მეტი თანხა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შეუმცირდათ.
"მინდა მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რომლებმაც გაგებით მიიღეს არსებული პრობლემები. ყველაზე დიდი დანაკლისი ამ თვალსაზრისით განიცადა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და ორივე სამინისტრო ამას ძალიან გაგებით მოეკიდა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.