საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპრალ-სპეციალისტმა, გოჩა ნონაშვილმა 4 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ იგოეთთან მოხდა. სამხედრო მოსამსახურემ, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები შეიარაღებულ ძალებში ჰქონდა გავლილი, მძიმედ დაშავებულ მგზავრებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მისვლამდე, პირველადი კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინა.
სამხედრო მოსამსახურეს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვდა და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა. ლევან იზორიამ გოჩა ნონაშვილი, ერთჯერადი ფულადი პრემიითაც დააჯილდოვა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.