აზერბაიჯანში საქართველოს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
„დღეს, ჩვენი ქვეყნის სახელით რწმუნებათა სიგელები გადავეცი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს. დღეიდან ჩვენს ისტორიულ მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ და მხარდამჭერ სახელმწიფოში შევუდგები საქმიანობას, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში.
დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანთან არსებული მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად ხელშესახები და კონკრეტული სარგებლის მომტანი იქნება, რადგან ჩვენი ხელისუფლების, მოსახლეობის, ხალხის დაკვეთა არის მშვიდობა, კეთილდღეობა, ურთიერთთანამშრომლობა და კოორდინირება უკეთესი მომავლისთვის და რეგიონული განვითარებისთვის.
მზად ვარ, ჩვენი ქვეყნის აღშენებლობის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, სრული მობილიზებითა და ძალისხმევით შევუდგე საქმიანობას და გავამართლო ჩემდამი გამოცხადებული ნდობა.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! ყოველთვის, როცა ვდგებოდი საპასუხისმგებლო გამოწვევების წინაშე, უდიდეს ძალას სწორედ თქვენი რწმენით და თანადგომით ვგრძნობდი. მჯერა, ერთად კიდევ ბევრ წარმატებას და გამარჯვებას მოვუტანთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას", აღნიშნულია ზურაბ პატარაძის განცხადებაში, რომელიც მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.