მარიამ კუბლაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავონ
29-08-2018, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე უკვე მეოთხედ დაიბარეს. მაჩალიკაშვილის უფლებადამცველმა განაცხადა, რომ შესაძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკავონ.

 

 

მარიამ კუბლაშვილის თქმით, დაკავების სამართლიანი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ინტენსიური დაკითხვების გამო მოლოდინი არის, ასევე კუბლაშვილმა თქვა, რომ ეს მაჩალიკაშვილის ბოლო ვიზიტია სუს-ში. დაბარების შემთხვევაში შვილმოკლული მამა უწყებაში არ გამოცხადდება.

 

 

„ჩვენ ვუბრუნდებით წარსულს, იმ საქმეს, რომელზეც განაჩენი უკვე დამდგარია. ამ გამოძიების ფარგლებში კითხავენ მალხაზ მახალიკაშვილს. თუმცა დღეს ვაცხადებთ, რომ მაჩალიკაშვილი უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ბოლოჯერ გამოცხადდა. მას არ სურს ამ შენობაში მოსვლა. მინიმუმ 5 საათი მიმდინარეობს თითო დაკითხვა და თავად მიიჩნევს რომ ეს მისი წამებაა, ის არის ფიზიკურად შეუძლოდ. ამასთან, კითხვები არ ეხება რაიმე ახალ გარემოებას ან მტკიცებულებას. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ინტენსიური დაბარებებია, მოლოდინი გვაქვს, რომ შესაძლოა, დააკავონ, თუმცა ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ვფიქრობთ, დაკითხვები მის ემოციურ მდგომარეობაზე თამაშს უკავშირდება“, განაცხადა კუბლაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი