ლევან სილაგავა: მიზანშეწონილია და ცივილური წესია, რომ ხორბლის გადაზიდვა განხორციელდეს სარკინიგზო ტრანსპორტით და გემით
29-08-2018, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ მიზანშეწონილია და ცივილური წესია, რომ ხორბლის გადაზიდვა განხორციელდეს სარკინიგზო ტრანსპორტით და გემით. სილაგავამ ასევე თქვა, რომ ხორბლის მანქანებით ტრანსპორტირების წილი ბაზარზე 10-15%-ს შეადგენს, დანარჩენი მოცულობა კი სწორედ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე მოდის.

 


„ამ შემთხვევაში, საუბარია გზის გადატვირთვის პრობლემაზე თვითონ ვიყავი მომსწრე, ლარსის მიმართულებით რამხელა რიგებია გადაჭიმული. აღნიშნული მანქანები არა მხოლოდ ხორბლის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, ეს არ არის სპეციალურად ხორბლის გადამზიდი მანქანები, მათ ასევე შეუძლიათ გადაზიდონ ნებისმიერი ალტერნატიული ტვირთი როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ისე სხვა პროდუქტი. ჩვენ კარგად გვესმის მძღოლების პოზიცია, რომ მათ ექმნებათ გარკვეული პრობლემები, თუმცა როგორც ვთქვი, ამ მანქანებს შეუძლიათ სხვა ტვირთიც გადაზიდონ, მათი გამოყენება შესაძლებელია შიდა გადაზიდვებისთვისაც, მათ შორის დაანონსებულია, რომ ხორბლის უხვი მოსავალია საქართველოში“, განაცხადა ლევან სილაგავამ.

 


მისი თქმით, 2008 წლის ომის შემდგომ, გაერომ შეიმუშავა რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს ხორბლის მარაგის შექმნას, რათა ქვეყანას ჰქონდეს ხორბლის მოხმარების ორი თვის მარაგი.

 

 

„ამ მარაგის 90 %- ის აკუმულირება ქვეყანაში ხდება გემით და რკინიგზით. გემს მოაქვს სამიათასი ტონა, მანქანას ოცი ტონა, მათი შედარებაც არ შეიძლება, ამიტომ მარაგების მხრივაც ამ რეგულაციით ქვეყანაში პრობლემა არ შეიქმნება“,განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი