ონის მუნიციპაიტეტის მერი ემზარ საბანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე სოფელ უწერაში, ჯარონეენთის უბანში და სოფელ ბარიში იმყოფებოდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ადგილობრივებს შეხვდნენ და სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს დეპუტატთან ბარის თემში, ვლადიმერ ჩლაიძესთან ერთად, სოფელ ბარში, ჭიჭნაძეების უბანში მიმდინარე გზის აღდგენითი სამუშაოებიც მოინახულეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.