იმერეთის გუბერნატორი ბაღდათის, ვანისა და სამტრედიის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
29-08-2018, 18:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე რეგიონში გასვლით შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

 

 

რწმუნებული დღეს ბაღდათის, ვანისა და სამტრედიის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

 

მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებმა 2018 წელს მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

 

 

„დღევანდელი დღის ჩათვლით 9 მუნიციპალიტეტში უკვე ვიყავი და გავეცანი თითოეულ მათგანში რა პროექტები ხორციელდება და რა არის გასაკეთებელი უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ჩემი შეხვედრების მთავარი ამოცანაა სიღრმისეულად გავეცნო ყველა საკითხსა თუ პრობლემას, რადგან სწორი ანალიზი გავაკეთო რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ეტაპობრივად მოვაგვაროთ. გარდა თვითმმართველობის წარმომადგენლებისა აუცილებლად შევხვდები მოქალაქეებს და მათგანაც მოვისმენ რა არის მათთვის პრიორიტეტი. გაძლევთ პირობას, რომ თითოეული თქვენგანი აქტიურად ჩაერთვებით მუნიციპალიტეტის განვითარებაში და ერთად განვსაზღვრავთ 2019 წლის პრიორიტეტებს“, აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ.

 

 

30 აგვისტოს, იმერეთის გუბერნატორი წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში გეგმავს შეხვედრებს.

 

 

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი