ირაკლი კობახიძე: შეიქმნა უხერხულობა თსუ-ში ანგელა მერკელის შეხვედრის დროს - მან იმთავითვე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, თუმცა თარგმანი იყო განსხვავებული
29-08-2018, 18:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შეიქმნა გარკვეულ უხერხულობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალბატონი ანგელა მერკელის შეხვედრის დროს. კერძოდ, რამდენჯერმე დაისვა კითხვა ომთან დაკავშირებით, ოკუპაციასთან დაკავშირებით და საინტერესო იყო ის, რომ ქალბატონმა მერკელმა თავიდანვე გასცა საზოგადოებას ის პასუხი, რომელსაც ჩვენ მოველოდით. კერძოდ, მან იმთავითვე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი არის ოკუპირებული, თუმცა თარგმანი იყო განსხვავებული, სიტყვა არასწორად იყო ნათარგმნი - ნაცვლად ოკუპაციისა ითქვა სიტყვა დაკავებული, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მისივე თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი დარჩა გაკვირვებული, როდესაც მის კიდევ ერთხელ დაუსვეს ამ საკითხთან დაკვშირებით კითხვა.

 

 

„ქალბატონი მერკელი დარჩა გაკვირვებული, როდესაც მას კიდევ ერთხელ დაუსვეს ეს კითხვა, თან კონკრეტული ფორმით. მას უკვე ჰქონდა ნათქვამი, რომ ოცი პროცენტის არის ოკუპირებული და მას მოუწია ამის გამეორება. სამწუხაროა, რომ სხვანაირად მოხდა ამის მიწოდება საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ ისე გაიგო, რომ თითქოს თავს იკავებდა ქალბატონი მერკელი ამ ტერმინების გამოყენებისგან და თითქოს ის იძულებული გახდა გამოეყენებინა ეს ტერმინოლოგია, რაც არ არის სწორი, არ არის სამართლიანი პირველ რიგში ქალბატონი მერკელის მიმართ, რომელმაც გამოხატა ძალიან მყარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელმაც ზუსტად შეაფსა ის მოვლენა რასაც ჰქვია ოკუპაცია და მან იმთავითვე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი არის ოკუპირებული“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი