პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ელოდება, წინასაარჩევნო ოფიციალური კამპანია დარიალი ხეობიდან დაიწყო. ზურაბიშვილის თქმით, მან უკვე 25 000- ზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა შეაგროვა, თუმცა ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას მაინც განაგრძობს.
„სიმბოლურია, რომ საარჩევნო კამპანიას, რომელიც ოფიციალურად დღეს დაიწყო, სწორედ დარიალის ხეობიდან, საზღვრიდან ვიწყებ.
მიუხედავად იმისა, რომ საჭირო ხელმოწერების რაოდენობა შეგროვებულია, ხელმოწერების კამპანია გაგრძელდება საქართველოს ყველა რეგიონში. შემდეგი სამეგრელო, სვანეთი და გურია იქნება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.