„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო დელეგაციაში, რომლიც აშშ-ში ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე მიემგზავრება. სამადაშვილი ასევე ამბობს, რომ მაკკეინის მეგობრობას საქართველოს ხელისუფლებმა არა ადეკვატური პასუხი გასცა - იმით, რომ მმართველი გუნდიდან მხოლოდ პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაესწრება მის დაკრძალვას.
„დელეგაციის შემადგენლობისას უნდა გათვალისწინებულიყო ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,“ რომელიც ქვეყანაში არის ყველაზე დიდი და მთავარი ოპოზიციური პარტია, წარმოდგენილიყო ამ დელეგაციაში. წარმოდგენილიყო იმისთვის, რომ ასობით ათასს მხარდამჭერს ამ პარტიის, რომლისთვისაც სენატორი მაკკეინი იყო ნამდვილად გმირი ჰქონოდა შესაძლებლობა პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით გამოეხატა საკუთარი მადლობა. აწ გარდაცვლილი სენატორის ხსოვნისადმი პატივი მიეგო. სამწუხაროა, რომ ამის შესაძლებლობა ჩვენ არ გვეძლევა. ის, რომ მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ესწრება მმართველი გუნდიდან ამ ცერემონიას, არ არის ალბათ ნამდვილად ადეკვატური პასუხი იმ მეგობრობაზე, რაც სენატორმა გაუწია ჩვენს ქვეყანას“, განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.