2018 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა უკრაინაში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კერძოდ, საუბარია 436 მილიონ დოლარზე, რაც საერთო უცხოური ინვესტიციების 36 პროცენტია. აღნიშნულის შესახებ მონაცემებს უკრაინის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს.
ამ პერიოდში უკრაინამ ჯამში 1.259 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია მიიღო.
რუსეთთან ერთად უკრაინაში ინვესტიციები განახორციელეს - კვიპროსმა (219 მილიონი დოლარი), ნიდერლანდებმა (207,7 მილიონი) დოლარი, ავსტრიამ (58,7 მილიონი დოლარი), პოლონეთმა (54,1 მილიონი დოლარი), საფრანგეთმა (46,9 მილიონი დოლარი) და დიდმა ბრიტანეთმა (43,4 მილიონი) დოლარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.