თბილისის მერი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობაში არსებული ხარვეზის გამოსწორებას ითხოვს. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრებს მოუწოდა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.
„დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ერთწლიანი ბინადრობის უფლებას იღებს, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, ფიქტიურად გადააფორმებს სხვაზე და ახორციელებს ე.წ. კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ეს კი ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონებით შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით ბინადრობის მოწმობების გაცემა უცხოელებისთვის.
ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირველ რიგში. მე ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, ასევე ვესაუბრე ამ კანონის ინიციატორებს, ილია წულაიასა და გოჩა ენუქიძეს. პარლამენტში უკვე მოხდა განხილვა და მე მინდა მივმართო ჩვენს პარლამენტარებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ცვლილებები.
ჩვენ უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილი იქნება 100 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას. ანუ შეუძლებელი იქნება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება“, განაცხადა თბილისის მერმა, რომლის თქმითაც, რაც შეეხება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების მიღებას, როგორც კალაძემ განმარტა, დღეს მოქმედი წესით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე განახორციელებს 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას, მას ენიჭება განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება.
„აქაც გარკვეული ცვლილებეი განხორციელდება - ჩვენი ინიციატივა არის 300 000 ლარი შეიცვალოს 300 000 აშშ დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს ხუთ წლიანი ბინადრობის უფლებით. ამის თაობაზე კანონპროექტი ინიცირებულია და მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ მას, რათა დროულად დამტკიცდეს. მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონის ცვლილება ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, განაცხადა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.