თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ ადამიანებზე ისაუბრა. კალაძის თქმით, კომპანია „სვეტის“ მიმართ დაწყებული გამოძიების დამთავრების შემდეგ თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა კომპანიის მიერ დაწყებული მშენებლობები დასრულდეს.
„სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანები. ძალიან ბევრი ადამიანი მოგვმართავს ჩვენ. ჩემს „ფეისბუქზე“ სოციალურ ქსელში თუ რა ხდება ამ პროექტებთან დაკავშირებით ეს არის ერთ-ერთი პრობლემური სამშენებლო კომპანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, სამშენებლო ნებართვების გაცემის თვალსაზრისით დავეხმარეთ ყველანაირად მშენებლობას ვერ ახერხებს, ვერ ახორციელებს პროექტების დასრულებას. პარალელურად დაწყებულია გამოძიება ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და ყოველთვის გვაქვს კავშირი ამ ადამიანებთან და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ავღნიშნო ჩვენი მხრიდან, მერიის მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა კომპეტენციის ფარგლებში, როდესაც შესაბამისი სამსახურები დაასრულებენ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც დაწყებულია და შესაძლებელი იქნება ჩვენი მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ „სვეტის“, კომპანია „სვეტის“ არსებული პროექტები, ყველა დავასრულოთ დ არ დარჩეს არც ერთი დაზარალებული ადამიანები, ხალხი უცხოეთში არის წასული, ემიგრაციაში არიან წასულები იქ შრომობენ, წვალობენ და იქიდან გადმორიცხული თანხებით ადამიანებმა შეისყიდეს სახლები და დღესაც გაურკვეველია რა ბედი ეწევათ“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.