სოზარ სუბარი: ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის სტატუსის მინიჭების წესში გარკვეული ცვლილებები შეგვაქვს
23-06-2015, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის. აღნიშნული ცვლილებები ინიცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ და მინისტრთა კაბინეტის წევრები მას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.


მთავრობის სხდომის დაწყებამდე სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან შესაბამისობაშია.


"ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც გულისხმობს ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის სტატუსის მინიჭების წესში გარკვეულ ცვლილებებს. სწორედ ეს ცვლილებები შემოგვაქვს დღეს. ამ შემთხვევაში ზოგი მიმართულებით არის გამარტივება, ზოგი მიმართულებით კი გამკაცრება. მაგალითად, რა იგულისხმება გამკაცრებაში, დღეს თუ ადამიანი შემოდის საქართველოში, ითხოვს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს, მის მიმართ იწყება პროცედურების გატარება, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან შემოდის. დღევანდელი ცვლილებებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება განხილვა თუ ის შემოდის უშუალოდ იმ ქვეყნიდან, სადაც მას დევნიან და საფრთხე ემუქრება, თუ მაგალითად ადამიანი მოდის რომელიმე ქვეყნიდან, გამოივლის სიტყვაზე ბულგარეთს, თურქეთს, შემოვა საქართველოში, მას სტატუსი არ მიენიჭება, იმიტომ რომ მან გამოიარა უსაფრთხო ქვეყნები და უნდა დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, სადაც პირველი შევიდა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.


რაც შეეხება გამარტივების ნაწილს, მინისტრის თქმით, თუ დღეს განხილვის ვადები საკმაოდ გაწელილია და ეს ძალიან ხშირად ბოროტად გამოიყენება, ახალი ცვლილებებით ვადები მცირდება ორ თვემდე. გარდა ამისა, გასაჩივრების ვადა 10-დან 15 დღემდე იზრდება, ხოლო სამეტაპიანი განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში აპელაციასა და კასაციაში ორ ინსტანციამდე მცირდება. სოზარ სუბარის თქმით, ეს ცვლილებები ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას წარმოადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი