სოფიო ქაცარავა: პრემიერ მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში და დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრები გამოხატავს იმ სტრატეგიული და პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს, რაც ისტორიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას
30-08-2018, 12:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში და დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრები კიდევ ერთხელ გამოხატავს იმ სტრატეგიული და პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს, რაც ისტორიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, აცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა.

 


ქაცარავას თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებით წარმატებულია, რაც მთლიანად რეგიონის განვითარებასა და სტაბილურობაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

 

 

„ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ყველა იმ სტრატეგიული მიმართულების განხილვა, რაც აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს. საქართველოს ენერგეტიკული და სატრანზიტო მნიშვნელობის ზრდის გათვალისწინებით, შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ისეთ საკთხებზე, როგორიც არის საერთაშორისი სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტები, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი და სხვ. ყველა ეს მიმართულება განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნებისთვის და შესაბამისად, ვართ დაინტერესებულები, რომ გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც მომავალში ამ პარტნირობას უფრო თვალსაჩინოს გახდის და მეტ ხელშესახებ შედეგს მოუტანს როგორც ორ ქვეყანას, ასევე მთლიანად რეგიონს.

 

 

აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასს. ჩვენ შევძელით ერთად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტების განვითარება, პროექტების, რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს პოლიტიკურ კავშირებს და ზრდის ქვეყნების მნიშვნელობას საერთაშორისო საზოგადოებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დინამიკას შესძენს ჩვენს სამაგალითო თანამშრომლობას", ამბობს ქაცარავა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი