ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტეტანუსის აცრა თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 2 000-მდე პირმა გაიკეთა , – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
“პრევენციული ღონისძიებები ორ ნაწილად იყოფა, პირველი იმ რისკების მინიმუმადე დაყვანაა, რომელმაც შეიძლება ინფექციის გადაცემა ან საწარმოო ტრავმა გამოწვიოს. ეს რისკები პრაქტიკულად ნულთან ახლოსაა ჩამოყვანილი, რადგან მოხალისეები სამუშაოდ ისეთ არელაში გადანაწილდა, სადაც რისკი დაბალია. რაც შეეხება პრევენციის მეორე მიმართულებას, ეს არის ვაქცინაცია. ამ დილის მონაცემებით, ტეტანუსის აცრა 2 000-მდე ადამიანმა გაიკეთა”, – განაცხადა დაბით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი წყლის მკაცრი კონტროლი, რისი დაბინძურების არც ერთი შემთხვევა ამ ეტაპზე დაფიქსირებული არ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.