„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა მილიონების საშოვნელად ქართველ გლეხებს ჯარიმა დაუწესა. მისივე, თქმით მის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქართულ სამეურნეო საქმიანობას ხელი შეეწყობა და უცხოურ პროდუქტზე შეზღუდვები დაწესდება.
„ახალი გადაწყვეტილებით გაახარა ჩვენი ხალხი. დღეიდან თუ ვინმე საკუთარი ავტომანქანიდან გაყიდის საკუთარ ხილ-ბოსტნეულს ის დაჯარიმდება 1000 ლარით სანაცვლოდ ფართო გზა ეხსნება თურქულ, ირანულ და სხვა მოწამლულ პროდუქციას, რომელსაც აქვე „კარფურში“ ბიძინა ივანიშვილი ყიდის და მის მილიონებს ემატება კიდევ მილიონები ჩვენგან ამოგლეჯილი. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ შეიზღუდა უცხოეთიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემოტანა. ჩვენი გლეხებისთვის უსამართლო კონკურენცია დამთავრდება და პროდუქცია აქ მოწეული გაიყიდება ყოველგვარი ხელშეწყობითა და ყოველგვარი პრივილეგიებით ეს იქნება ჩემი მიზანი და მე ამას აუცილებლად შევასრულებ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.